15:47 - 20 Aug, 2026
|
2018-09-10 10:53:00, 1228 ნახვა
სამართალი
ზუგდიდში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს
სამეგრელოში,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ჭიშკარზე, თბილი მოსასხამით ჩამოკიდებული ახალშობილი იპოვეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილობრივები სასწრაფო და საპატრულო პოლიციას დაუკავშირდნენ. არსებული ინფორმაციით, ჩვილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ახალშობილის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებას გულისხმობს. ასევე ამოიღებულია სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)