|
2018-09-09 13:56:22, 740 ნახვა
რეგიონი
აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები სახალხო დღესასწაულ "კოლხობას" დაესწრნენ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოსთავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის წევრები და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები სახალხო დღესასწაულს - "კოლხობას" დაესწრნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, „კოლხობა“ წელს 39-ედ აღინიშნა და ტრადიციულად, სოფელ სარფში, ზღვის სანაპიროზე ჩატარდა. სახალხო დღესასწაულს საფუძველი 1978 წელს ჩაეყარა და პირველად „ქვაომხაზობის“ სახელით გაიმართა. 1979 წლიდან მოყოლებული მას „კოლხობა“ ეწოდება და მეფე აიეტისა და მედეას მითს უკავშირდება. აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა მოსახლეობას ტრადიციული დღესასწაული მიულოცეს. დავით გაბაიძემ, ადგილობრივებთან ერთად, დღესასწაული თურქეთში მცხოვრებ ლაზებსა და ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლებსაც მიულოცა. გაიხსენა ცნობილი ლაზი ხელოვანების შემოქმედება და მათი წვლილი ქვეყნის აღმშენებლობაში. სანაპიროზე გაიმართა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლებისა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი, ასევე ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ლაზური კერძები. NS
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)