|
2018-09-09 13:25:42, 1333 ნახვა
სამართალი
ძარცვის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ლ. ს. ძარცვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საღამოს საათებში, 1994 წელს დაბადებულ მ.ტ.-ს თავს დაესხა და ხელჩანთის გატაცება სცადა, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია. ლ.ს.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ს. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა. გამოძიება ძარცვის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)