06:25 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-08 11:39:45, 965 ნახვა

საზოგადოება
საჯარო სივრცეში, ჩადრით, ნიქაბით და ბურკით გამოჩენა შესაძლოა იაკრძალოს - კვიციანის ინიციატივა

საჯარო სივრცესი, ჩადრით, ნიქაბით და ბურკით გამოჩენა შესაძლოა აიკრძალოს, - ამის შესახებ ინიციატივით "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი გამოდის. 

აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა და მისი ავტორი საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის ხელმძღვანელი, ზვიად ტომარაძეა. ამის შესახებ ტომარაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

კანონპროექტის თანახმად, სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. 

საკანონმდებლო ინიციატივით, აკრძალვა არ გავრცელდება საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებზე.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics