|
2018-09-06 17:16:50, 1312 ნახვა
კომენტარი
„ჩვენთვის მთავარი არის დაზარალებულის, ამ შემთხვევაში, ბატონი ზაზას ინტერესი“ - ოხანაშვილი ბრალდებებს პასუხობს
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი საპარლამენტო უმრავლესობიდან ანრი ოხანაშვილი, ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს ეხმაურება. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში არ დადასტურდა, რომ გამოძიება ან მმართველი გუნდი მკვლელობის ჩამდენ პირებს ხელს აფარებს. დეპუტატის განცხადებით, "ქართული ოცნება" მხოლოდ საზოგადოებისა და დაზარალებულის ინტერესების დაცვას ემსახურება. "ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება და ჩვენთვის მთავარი არის საზოგადოების ინტერესი და ჩვენთვის მთავარი არის დაზარალებულის, ამ შემთხვევაში ბატონი ზაზას ინტერესი.ჩვენ არაფრის ფასად არ გვიღირს, რომ ამ ადამიანის იმედები გავაცრუოთ. მთავარია მას ჰქონდეს ნდობა და რწმენა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა ობიექტურ მოცემულობაზე დაყრდნობით მსჯელობა და არა ემოციებით და საზოგადოებაზე გარკვეული მანიპულირებით, ან თუნდაც დაზარალებული ოჯახების შეცდომაში შეყვანით ასეთი დასკვნის დაწერა",- აღნიშნა ოხანაშვილმა. ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მისი შვილის მკვლელებს მფარველობს, რის გამოც ის იძულებულია ისევ აქციები დაიწყოს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)