|
2018-09-05 16:17:57, 1597 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აგვისტოს თვეში მგზავრთნაკადი 44 % გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44 %-ით გაიზარდა. აგვისტოს თვეში ქუთაისის აეროპორტი 72210 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის აგვისტო 50094 მგზავრი). რაც შეეხება, ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, ზრდა ამ კუთხითაც ფიქსირდება. 2018 წლის აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 245 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 15% %-ით მეტია (2017 წლის აგვისტო 213 რეისი). 2018 წლის 8 თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 382325 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35 %-ით მეტია. (2017 წლის 8 თვე - 283355 მგზავრი). „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ქეთევან ალექსიძის განცხადებით, მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით მოლოდინი მომავალ თვეებშიც პოზიტიურია.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)