|
2018-09-05 12:42:09, 1100 ნახვა
სამართალი
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნის დეტალებზე საუბრობს
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განცხადებით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს რაიან სმიტი არ მოუკლავს. როგორც ადვოკატმა განმარტა, დასკვნამდე რაიან სმიტის ცხედრის გამოკვლევა ჩატარდა. „სიახლეები გვაქვს გარკვეული კუთხით. მოგვივიდა მნიშვნელოვანი დასკვნა. გამოძიების მოთხოვნით იყო ჩანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რითაც უნდა მომხდარიყო რაინ სმიტის გვამის გამოკვლევა. ექსპერტიზის დასკვნამ აჩვენა, რომ რაიან სმიტს მიყენებული აქვს სამი ჭრილობა. აქედან ერთი არის წელის არეში, მეორე ჭრილობა არის შუბლის მიდამოდან შემავალი, მესამე - გამომავალი კისრის არეში. ნასროლია ახლო მანძილიდან. ახლო მანძილად მიიჩნევა დაახლოებით 1 მეტრი. ასევე, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რაიან მაიკლ სმიტს სიცოცხლეში, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიყენებული აქვს რამდენიმე დაზიანება, სამი-ოთხი დაზიანება - წვივის არეში, გულმკერდის, იღლიისა და მუცლის არეში. ანუ ლოგიკური ჯაჭვი ასეთი იყო - გარკვეულმა პირმა, თუ პირებმა, როგორც მალხაზ კობაური მიუთითებს, ჯერ დაზიანება მიაყენეს რაინ სმიტს და მერე მოკლეს. ამას მიუთითებს ეს დასკვნაც, რომ დაზიანებები სიცოცხლეშივეა მიყენებული. როგორც მალხაზ კობაური ჰყვება, რაიან სმიტი მუხლებზე იყო დაჩოქილი იმ მომენტში, როდესაც რამდენიმე დარტყმა მიაყენეს. როცა რაიან სმიტი ფეხზე იდგა, პირველი დარტყმა მიაყენეს წვივის არეში და ტკივილისა და ყვირილის შემდეგ, როგორც კობაური ჰყვება, დაიჩოქა სმიტმა და ამის შემდეგ მიაყენეს ჭრილობა. სხვაგვარი განვითარება ლოგიკურად შეუძლებელია. საზოგადოებას მოეხსენება მახლაზ კობაურის აღნაგობა, წონა, მოყვანილობა და სრულიად წარმოუდგენელია ჯერ ფიზიკური დაზიანებები მიეყენებინა და ამის შემდეგ ზურგის არეში მიეყენებინა ჭრილობა რაიან სმიტისთვის", - განაცხადა კობაურის ადვოკატმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)