|
2018-09-04 21:12:28, 1540 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტს, ნორიკო სუზუკის შეხვდა. მხარეებმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ საქართველოში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროექტები განიხილეს. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც იაპონიის მთავრობა JICA-ს სასესხო ინსტრუმენტების საშუალებით უწევს საქართველოს პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების კუთხით. განსაკუთრებით აღინიშნა ინფრასტრუქტურის სექტორში იაპონიის მთავრობის მიერ განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომელთა მიზანია, ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა. შეხვედრაზე, ასევე, მაღალი შეფასება მიეცა იაპონიის მთავრობის „კავკასიის ინიციატივას", რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე საგანმანათლებლო და ტურისტული სექტორების განვითარებას. ხაზი გაესვა JICA-ს ადგილობრივი ოფისის მუშაობის მნიშვნელობას აღნიშნული მიმართულებით. დასასრულ, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)