07:32 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-04 15:17:16, 3215 ნახვა

მსოფლიო
იაპონია ტაიფუნ „ჯების“ ებრძვის - არის მსხვერპლი (ვიდეო)

იაპონიას ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ტაიფუნი "ჯები" დაატყდა თავს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში დიდი ქალაქები - ოსაკა, კობე და კიოტო არიან. ტაიფუნის გამო, მატარებლების მოძრაობა მთლიანად ან ნაწილობრივ არის შეჩერებული, ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებით მიმდინარეობს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სტიქიამ რამდენიმე შენობა დააზიანა და საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა.

მეტეოროლოგიური სააგენტოები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ტაიფუნმა შეიძლება ძლიერი ქარი, მეწყერი და სამხრეთ იაპონიის დატბორვა გამოიწვიოს. ქარის სიჩქარე ამ დროისთის 209 კილომეტრს საათში აღწევს.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის და 5 დაშავებულის შესახებ. ხელისუფლებამ ევაკუაციის შესახებ მილიონზე მეტი ადამიანი გააფრთხილა.  გარდა ამისა, ქალაქ ოსაკაში სტიქიის გამო აეროპორტი დაიტბორა და 700-ზე მეტი ავიარეისი გაუქმნდა. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics