|
2018-09-04 13:03:50, 702 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა
აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. სასტუმრო ოაზისში გამართული პრეზენტაცია სიტყვით გახსნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა, რომელმაც ფესტივალის უცხოელ და ქართველ სტუმრებს რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ესაუბრა. შეხვედრას ასევე, ესწრებოდა ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, რომელმაც ხაზი ფრინველებზე დაკვირვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას გაუსვა. ფესტივალის პირველ დღის პრეზენტაციები აჭარაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათუმი რაფტორ ქაუნთი“-ს მოღვაწეობასა და რეგიონის, როგორც ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვანი ადგილის პოპულარიზაციას დაეთმო. ფესტივალის განმავლობაში, დღის პირველ ნახევარში დაგეგმილია გასვლითი გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე - ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. დღის ბოლოს, კი სასტუმრო ოაზისში, ლექციები და პრეზენტაციები მოწვეული უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მიერ. მათ შორის გამორჩეულია მეცნიერი, მტაცებელ ფრინველებზე მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორი, ტურლიდერი ვილიამ კლარკი ამერიკიდან და ცნობილი ტელეწამყვანი, ჟურნალისტი, წიგნების ავტორი, ტურლიდერი, ფრინველებზე დამკვირვებელი დეივიდ ლინდო დიდი ბრიტანეთიდან. ფესტივალში ჩართვა, გასვლით ტურებში მონაწილეობა და ლექციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს ელექტრონული რეგისტრაციით შეუძლია. ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი აჭარაში 8 სექტემბერს დასრულდება. პრეზენტაციები/ლექციები: ყოველდღე, სასტუმრო ოაზისში, 20:00 საათზე. საღამოს პრეზენტაციებზე დასასწრებად, ტრანსპორტირება შვიდივე დღის განმავლობაში იქნება უფასო. გამგზავრება ხდება ბულვარის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრიდან. გასვლითი ტურები: 6, 7, 8 სექტემბერს, პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებით და გიდით იქნება უზრუნველყოფილი. რეგისტრაცია: ფესტივალში მონაწილეობისთვის აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაცია ლინკზე https://goo.gl/Kq5f7N დამატებითი ინფორმაციისთვის: ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრები, +995 577 90 90 93/
(NS)
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)