|
2018-09-04 11:54:36, 1691 ნახვა
ეკონომიკა
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთა) მონაკვეთის მშენებლობა იაპონიის ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსდება
საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტარო კონოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტმა, ნორიკო სუზუკიმ ხელი მოაწერეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის სასესხო შეთანხმებას. „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2)" დასაფინანსებლად იაპონიის მთავრობა, JICA-ს მეშვეობით საქართველოს გამოუყოფს ფინანსურ რესურსს შეღავათიანი სესხის სახით, 38,735,000,000 იაპონური იენის (დაახლოებით 343 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით. პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი რთული (შორაპანი-არგვეთა) მონაკვეთის საავტომობილო გზის (14.7 კმ) მშენებლობას. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული პროექტისთვის გამოყენებული იქნება იაპონური ტექნოლოგიები. პროექტის დასრულება იგეგმება 2023 წლის პირველ კვარტალში. პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით. იაპონიის მთავრობა, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) სასესხო ინსტრუმენტების საშუალებით, საქართველოს მხარდაჭერას უწევს ისეთი პრიორიტეტული მიმართულებების კუთხით, როგორიცაა: ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საგანმანათლებლო და ტურიზმის სექტორი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის სექტორში იაპონიის მთავრობის მიერ განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და სატრანზიტო პოტენციალის ზრდას.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)