12:32 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-04 00:41:10, 1803 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: „აღფრთოვანებული დავრჩი იმით, თუ რამდენად დიდ პატივს გვცემენ ისრაელში

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი  არჩილ თალაკვაძე  დღეს პარლამენტში ისრაელის ლიდერთა ცენტრ  „ახალგაზრდა ელჩების" სტუდენტთა დელეგაციას შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე ახალგაზრდებს საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობაზე, პარლამენტის საქმიანობაზე, ორი ქვეყანის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ესაუბრა.

შეხვედრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში  წარიმართა. ახალგაზრდების მიერ დასმული კითხვები საქართველოში მიმდინარე რეფორმებს ეხებოდა, რომლებიც ინოვაციების და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით ხორციელდება. ასევე, მათ კითხვები ჰქონდათ ოკუპაციასთან დაკავშირებით, საპარლამენტო მმართველობასა და პარლამენტის როლზე ქვეყნის ცხოვრებაში, განათლების სისტემასა და განათლების პროცესთან დაკავშირებით და სხვა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ახალგაზრდების კითხვებს ამომწურავად უპასუხა და შეხვედრის დასასრულს მათ წარმატებები უსურვა სწავლასა და მომავალ საქმიანობაში.

„დღეს პარლამენტში ვუმასპინძლეთ ისრაელიდან ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც ლიდერთა პროგრამის მონაწილეები არიან. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს კულტურაზე, ტრადიციებზე,  ინოვაციებსა და განვითარების პროცესზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. მათ აქვთ ძალიან კარგი წარმოდგენა  თუ როგორია ჩვენი ქვეყანა. 

​ახალგაზრდებმა თვითონვე დაახასიათეს, თუ როგორია მათ წარმოსახვაში საქართველო. აღფრთოვანებული დავრჩი იმით, თუ რამდენად დიდ პატივს სცემენ ისრაელში ჩვენი  ქვეყნის ისტორიას, ჩვენს კულტურას და ჩვენი ქვეყნის ბრძოლას თავისუფლებისთვის. შევთანხმდით, სამომავლო თანამშრომლობაზე და კომუნიკაციაზე. ვინაიდან, თავის დროზე, მე თვითონაც ვსწავლობდი ლიდერთა სკოლაში. ვფიქრობ, ბევრ საერთოს გამოვძებნით და ეს დაეხმარება როგორც ქართველ ახალგაზრდებს, ასევე ისრაელში ახალგაზრდებს საკუთარი კარიერის განვითარებაში.  კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო - აღფრთოვანებული დავრჩი, თუ როგორი პროგრესული და ძლიერი თაობა მოდის", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური. 

„მნიშვნელოვანია, რომ ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ყველა მიმართულებით კიდევ უფრო ღრმავდება. მომავალი ახალგაზრდები,  მომავალი ელჩები, ასევე თქვენი - საქართველოს დიპლომატები ჩვენ ერთმანეთს დავაკავშირეთ და მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო განვითარდება და გაიზრდება ეს ურთიერთობა", -  განაცხადა ისრაელის ელჩმა სეხვედრის დასასრულს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics