03:14 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-03 18:35:17, 1227 ნახვა

საზოგადოება
გაზის ქვითრები ელექტრონულით ჩანაცვლდება

 კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ ბეჭდურ ქვითრებს ელექტრონულით ჩაანაცვლებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის დადგენილებით, კომპანია ბეჭდური ქვითრების პარალელურად, ტექსტურ სატელეფონო შეტყობინებებსაც იყენებდა. კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ბეჭდური ქვითრები სრულად ჩანაცვლდება ელექტრონულით. გადაწყვეტილება ძალაში 3 სექტემბრიდან შედის.

ელექტრონულ ქვითრებზე გადასვლის შესაძლებლობა „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ყველა აბონენტს ექნება. ამისათვის საჭიროა აბონენტების წერილობითი თანხმობა. პირველ ეტაპზე, ელექტრონული ქვითრების მომსახურებით მხოლოდ ის აბონენტები ისრგებლებენ, ვინც მსგავს მომსახურებაზე წერილობითი თანხმობა განაცხადა. თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებლები ქვითარს როგორც სმს-ით, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

ამ ეტაპზე, ელექტრონული ქვითრებით, აბონენტების თანხმობით, დედაქალაქში 100 ათასამდე აბონენტი ისარგებლებს. კომპანია მსგავსი ფორმით მომსახურებაზე სრულად გადასვლას წლის ბოლომდე გეგმავს.

„მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, მსგავსი მომსახურებით, დიდი ოპდენობით ქაღალდი დაიზოგება და ეს გადაწყვეტილება ეკოლოგიის მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - წერია კომპანიის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics