|
2015-06-05 14:26:02, 687 ნახვა
ეკონომიკა
„მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ მეწარმეობის ევროპულ ქსელთან თანამშრომლობას იწყებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ Enterprise Europe Network-ის (EEN) ფარგლებში დაგეგმილი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე ორიენტირებული კონკურსის შედეგების თანახმად ქსელთან თანამშრომლობას იწყებს. EEN-ის დაფუძნება ევროკავშირის (EU) მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბით მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და გლობალურ დონეზე საქმიანობების გაფართოებას. აღნიშნული ქსელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესისა და ინოვაციების ხელშემწყობი ორგანოა და 54 ქვეყანაში 600 პარტნიორ ორგნიზაციასა და მეწარმეთა მომსახურების ფართო სპექტრს აერთიანებს. EEN არის ევროკავშირის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც მიმართულია ბიზნესკავშირების დამყარებაზე, კერძო სექტორის განვითარებაზე და დასაქმების ზრდაზე. აღნიშნული პროექტი მიმართულია ევროკავშირის როგორც წევრ, ისე არაწევრ ქვეყნებში ბიზნესთანამშრომლობის ცენტრების (BCC) დაფუძნებისკენ EEN-თან თანამშრომლობის და ბიზნესის, ტექნოლოგიისა თუ კვლევით სფეროში პარტნიორობის ჩამოყალიებების მიზნით, რომელიც, თავის მხრივ, საერთო ინტერესსა და სარგებელს ემყარება.
მესამე ქვეყნებში აღნიშნული ქსელი ბიზნესთანამშრომლობის ცენტრების მეშვეობით ხელს უწყობს კომპანიების: 500 მილიონიან ბაზარზე შეღწევას; ტექნოლოგიების გაცვლის საშუალებით პროდუქციის ხარისხის ამაღლებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას; ევროპელი პარტნიორების მოძიებას; ევროპის მასშტაბით ახალ საწარმოო არხებთან წვდომის გაუმჯობესებას. მეწარმეებისა და სააგენტოს ბენეფიციარებისთვის, აღნიშნულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს სერვის ცენტრში იქნება შესაძლებელი. "მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ამ კუთხით ჩართულობა და მოწინავე ორგანიზაციასთან თანამშრომლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა ქართული მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვაში მხარდაჭერისთვის, ქვეყნის კერძო სექტორის განვითარების და ბიზნეს გარემოს გამოცოცხლების კუთხით, ამავდროულად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმოების დონისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს", - აცხადებენ სააგენტოში.
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)