|
2018-09-03 16:50:08, 1749 ნახვა
ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ რეგიონებში ექსპორტის მხარდამჭერი პორტალის პრეზენტაციას გამართავს
4 სექტემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და USAID REAP-ის მხარდაჭერით, ქ.თელავში, სასტუმროში „ძველი თელავი“ ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებთან შეხვედრა გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე სულაბერიძე დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობას, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადგილობრივი მეწარმეები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების შესახებ. ამავდროულად, დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციას წარუდგენენ ონლაინ პლატფორმის WWW.TRADEWITHGEORGIA.COM შესახებ, რომლის მეშვეობითაც ქართველი მეწარმეები და სერვისის მიმწოდებელი დარეგისტრირდებიან და შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი პროდუქცია/სერვისები გააცნონ უცხოურ პოტენციურ პარტნიორებს. საიტის მიზანია ქართული ნაწარმითა და სერვისით დაინტერესებული პირებისათვის (უცხოელი იმპორტიორი, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები და ა.შ) გამარტივდეს წვდომა ქართულ საექსპორტო პროდუქტებსა და სერვისებზე. სახელმწიფო აქტიურად იქნება ჩართული საიტის პოპულარიზაციის კამპანიაში, როგორც ონლაინ სივრცეში ასევე მიზნობრივ ბაზრებზე. ხელმისაწვდომი იქნება ასევე გზამკვლევი, რომელიც დაეხმარება კომპანიებს თავიანთი პროფილის შესავსებად. ანალოგიური შეხვედრები, კამპანიის ფარგლებში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება. საინფორმაციო კამპანია თბილისში, 17 სექტემბერს დასრულდება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)