|
2018-09-01 16:10:28, 979 ნახვა
რეგიონი
ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა
ბათუმის, როგორც თვითმმართველი ქალაქის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით ოფიციალური სტუმრების მიღება სასტუმრო "ჰილტონში" გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო. საზეიმო მიღებას მოწვეული სტუმრების რანგში ბათუმს დამეგობრებული ქალაქების მერები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეკრებილ სტუმრებს ბათუმობის 130 წლის იუბილე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა. მიღებაზე ბათუმის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს. დღესვე, ქალაქების მერებმა ბათუმსა და უმენს შორის დამეგობრების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ,,ბათუმობა 2018"-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. რეგიონის პირველი პირი ძველ ბათუმში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებას გაეცნო და მოქალაქეებს „ბათუმობა" მიულოცა. თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 130 წლისთავს სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებებით აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის ძველ უბნებში მე-19 საუკუნის ბათუმი გაცოცხლდება. წარმოდგენილი იქნება კოსტიუმირებული სანახაობები, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. მოეწყობა თემატური კუთხეები, გაცოცხლდება ისტორიული ფოტოები და საუკუნის წინ მომხდარი სცენები გათამაშდება. მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა გასართობი შოუები, საბავშვო კუთხეები, გაიმართება საცირკო წარმოდგენები. ზეიმი პიაცაზე გალა კონცერტით დასრულდება.
(NS)
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)