|
2018-08-31 16:27:36, 1151 ნახვა
კომენტარი
ზატლერსი: მარგველაშვილი ერთ-ერთი რეალური საპრეზიდენტო კანდიდატი იქნებოდა, რომელიც იმსახურებს ამ თანამდებობას
ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსმა გიორგი მარგველაშვილს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ ის ერთ-ერთი ნამდვილი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნებოდა, რომელიც რეალურად იმსახურებს ამ თანამდებობას. აღნიშნული განცხადება დღეს პრეზიდენტის სასახლეში ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსმა გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ საჯარო ლექციაზე გააკეთა, რომლის დასაწყისშიც საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გააცნო და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს. "პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს. ის არაჩვეულებრივი ადამიანია. შესაძლოა, ამ სიტუაციაში არ მოველოდი მის განცხადებას, თუმცა, ის ერთ-ერთი ნამდვილი კანდიდატი იქნებოდა, რომელიც რეალურად იმსახურებს ამ თანამდებობას. ის საქართველოს ნამდვილი პატრიოტი და ნამდვილად არაჩვეულებრივი ადამიანია. ის წარმატებით ემსახურა საქართველოს და განაგრძობს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სამსახურს. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ბატონო პრეზიდენტო, იმედია ნათელი მომავალი გვექნება, როგორც ჩვენ, ასევე თითოეულ თქვენგანს", - აღნიშნა ვალდის ზატლერსმა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)