12:59 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 22:48:02, 1130 ნახვა

კომენტარი
ქართველ მუსლიმთა კავშირი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს

ქართველ მუსლიმთა კავშირი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ ტარიელ ნაკაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

“ვფიქრობ, დღეს გურამ კაშიას დაცვა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსების საკითხია. ამავე დროს, ეს ნიშნავს ღიად პრორუსული და ფაშისტური ძალების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – აცხადებს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია ჰომოფობიურად​​ განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი თავდაპირველად მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, „ვიტესის“ რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა. 22 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA-მ კაშიას თანასწორობის ჯილდოც გადასცა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics