|
2018-08-28 15:53:15, 1080 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ოპოზიციას შანსი არ აქვს - არჩევნებს ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი მოიგებს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას გამორიცხავს. „ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს გაიმარჯვებს კანდიდატი, რომელსაც მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, რეალური შანსია, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს. „ჩვენი მხარდაჭერა არის +/-50%. ეს დადასტურდა თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნებზე. არის რეალური შანსი, რომ პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები. ასევე, არის იმის შანსი, რომ მეორე ტური გაიმართოს. საბოლოო ჯამში, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს. ოპოზიციას რეალურად შანსი არ აქვს. ეს არის დღევანდელი ვითარება. დიდ სხვაობას წინა არჩევნებთან შედარებით არ ველოდები, აქედან გამომდინარე, ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ იმის შანსი, რომ პირველ ტურში აიღონ 15-20%-ზე მეტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)