11:29 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-26 20:42:53, 2477 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: არჩევნებში ჩვენი ჩართულობა იქნება აქტიური

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ცნების" ჩართულობა ქნება აქტიური.

„ჩვენს მხარს დავუჭერთ აუცილებლად ერთ-ერთი კანდიდატს. ჩვენი პოზიცია არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე ამ საპრეზიდენტო არჩვენებთან დაკავშირებითაც. აქედან გამომდინარე, ჩვენი ჩართულობა იქნება აქტიური, თუმცა ჩვენი კანდიდატი არ გვეყოლება არჩევნებში",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების" პოზიცია 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი.

„დღეს გვარებზე საუბარი არ არის სწორი. ჩვენ ჯერ გადავხედავთ იმ წრეს კანდიდატებისა, რომელიც ჩამოყალიბდება 8 სექტემბრის შემდეგ და სწორედ 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით"-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.​





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics