11:23 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-26 14:14:53, 1498 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: ჯონ მაკკეინის სახით ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი მეგობარი

ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ გულწრფელ სამძიმარს სენატორი ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო. ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

„ჯონ მაკკეინი სიცოცხლეშივე იქცა პატრიოტიზმის, სიმართლისათვის ბრძოლის, ღირებულებებისათვის თავგანწირვისა და შემართების სიმბოლოდ, რომელიც საკუთარი შეუპოვრობით სამაგალითო იყო მთელი მსოფლიოსათვის. მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე განუზომელია, ფასდაუდებელია მისი თანადგომა ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე რთულ და მძიმე დღეებში. 
მისი თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით განხორცილდა არაერთი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სახელმწიფოს გაძლიერებასა და განმტკიცებას. ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირია და მის ღვაწლს ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და მთელ ამერიკელ ხალხს. ჯონ მაკკეინის სახელი სამარადისოდ დარჩება კაცობრიობის ისტორიაში”, - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში. 

ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
თიბისი ტექსკოლა - ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ირანმა ჰორმუზის სრუტეში ორ ნავთობტანკერს დაარტყა, არის მსხვერპლი
კლინიკაში გარდაიცვალა 3 წლის ბავშვი, რომელსაც გორში ავტომანქანა დაეჯახა, მანამდე დაიღუპა დედაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics