|
2018-08-24 18:51:56, 1482 ნახვა
კომენტარი
ლომჯარია: პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, რომ მისი მხრიდან კანდიდატი ან კანდიდატურები დასახელებულიყო
პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, რომ გარკვეულწილად მომხდარიყო მისი მხრიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ან კანდიდატურების დასახელება, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სრული მხარდაჭერა ჰქონდა. "მე პრეზიდენტთან შეხვედრაზეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, რომ გარკვეულწილად მომხდარიყო მისი მხრიდან კანდიდატის ან კანდიდატურების დასახელება და ამ პროცესზე მას ჰქონდა სრული მხარდაჭერა იქ შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ჩვენ მიგვეღწია გარკვეული შეთანხმებისთვის. სამოქალაქო საზოგადოებისგან მას ჰქონდა მხარდაჭერა. ძალიან ვწუხვარ, რომ პრეზიდენტმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ალბათ კიდევ არსებობდა გარკვეული შანსები სწორი კომუნიკაციისა და სწორი კონსულტაციებისთვის", - აღნიშნა სახალხო დამცველმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას დაკავშირებით კონსენსუსი ვერ შედგა და პრეზიდენტი კანდიდატის წარდგენას აღარ აპირებს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)