20:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 14:24:57, 2203 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და გერმანიის სამუშაო ჯგუფები ეკონომიკურ საკითხებს წელიწადში ორჯერ განიხილავენ

„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოსა და გერმანიის პირველი პირების მიერ გუშინ მიღწეული შეთანხმება, რომ წელიწადში მინიმუმ ორჯერ მოხდება ერთობლივი სამუშაო ჯგუფების, ან კომისიების შეხვედრა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროებს შორის მუდმივი დიალოგის ჩარჩო-ფორმატის ჩამოყალიბების საშუალებას მოგვცემს, ამასთან, შესაძლებლია მასში სხვა უწყებების და კერძო სექტორის ჩართულობაც," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა, საქართველო-გერმანიის ბიზნესის მონაწილეობით გამართული მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკისა დას მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ მსხვილი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ან უკვე მოღვაწეობდნენ საქართველოში, ან გეგმავენ ბიზნესის დაწყებას.

„ძალიან საინტერესო დიალოგი შედგა, იყო კონკრეტული კითხვები და მათი მხრიდან გამოხატული კონკრეტული მიზნები. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან კონკრეტული შედეგი გვექნება და ასევე იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი ინვესტიციები მივიღოთ გერმანული მხრიდან“, - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და გერმანიის სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics