|
2018-08-22 17:22:32, 1641 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს
თბილისში საქართველო-იაპონიის მთავრობებს შორის ორმხრივი ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკების მე-4 რაუნდი დაიწყო. აღნიშნულ საკითხზე საქართველოსა და იაპონიას შორის პირველადი კონსულტაციები 2017 წლის მაისში შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს პრაქტიკა ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების გაფორმების კუთხით, აგრეთვე ის მიდგომები და პრინციპები, რაც ორივე ქვეყნისთვისაა აქტუალური. დღემდე სულ ოფიციალური მოლაპარაკებების 3 რაუნდია ჩატარებული. შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების მოზიდვას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გამყარებას, რაც წაახალისებს იაპონელი ინვესტორების ინვესტიციებს საქართველოში. იაპონია ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის კუთხით ერთერთი აქტიური პარტნიორი ქვეყანაა. პირველი იაპონური ინვესტიცია საქართველოში ჯერ კიდევ 1997 წელს განხორციელდა, ხოლო 2007-2017 წლებში სულ ჯამურად განხორციელდა 152.16 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. მხოლოდ მიმდინარე წლის I კვარტალში, საქართველოში განხორციელდა 16.21 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 96%-იანი მატებაა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)