|
2018-08-21 15:46:12, 1571 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: სურთ საზოგადოებაში გააჩინონ ეჭვი, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმთან არის კავშირში
ცდილობენ, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციებს დაუკავშირონ, რათა მას საზოგადოების მხარდაჭერა არ ჰქონდეს, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მაჩალიკაშვილის სუს-ში დაბარების მოტივი გაუგებარია, „მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციაზე განცხადება გააკეთა თვენახევრის წინ, იგი არ ყოფილა დაბარებული უმალვე. დაიბარეს ორი თვის შემდგომ, როდესაც მან გააკეთა განცხადება, რომ მიდის საქართველოს ფარგლებს გარეთ და სურს სიმართლე ევროპის დონეზე გაიტანოს. ამის შემდგომ იბარებენ, კითხავენ მალხაზ მაჩალიკაშვილს. თითქოსდა მას მართლა რაღაც განზრახვები ჰქონდა, თუმცა ჩვენ ამაზე არაერთი განმარტება გავაკეთეთ და თვითონვე იცოდნენ, რომ ეს იყო არასერიოზული, ემოციური განცხადება. ყველა ინფორმაცია და ყველა ეს დაბარება ერთობლიობაში ქმნის სურათს, რომ მიმდინარეობს გარკვეული მოქმედებები, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაუკავშირონ ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათთან კავშირებს, რათა არ მოხდეს საზოგადოების მხრიდან მისი მხარდაჭერა და უმთავრესად მის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)