|
2018-08-20 16:45:09, 1197 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: გუბერნატორი პირველ რიგში პოლიტიკური ლოიალობის ნიშნის მიხედვით უნდა შეირჩეს
„თუ გუბერნატორებს პოლიტიკურ ლოიალობას უწუნებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ ესმით რა არის გუბერნატორის ინსტიტუტი“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორებთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გუბერნატორი პირველ რიგში სწორედ პოლიტიკური ლოიალობის ნიშნის მიხედვით უნდა შეირჩეს. „განსხვავებით მოსამართლეებისგან, პროკურორებისგან და ა.შ. გუბერნატორი, კანონმდებლობის თანახმად, არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. შესაბამისად, გუბერნატორი ბუნებრივია, პირველ რიგში პოლიტიკური ლოიალობის ნიშნის მიხედვით უნდა შეირჩეს გარდა იმ კვალიფიკაციისა, რომელიც მას მოეთხოვება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, გუბერნატორი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, ის არის პოლიტიკური გუნდის წევრი, აქედან გამომდინარე ბუნებრივია, უნდა შეირჩეს პოლიტიკური ლოიალობის ნიშნითაც. „თუ ვინმე ამას რამეს უწუნებს ნიშნავს, რომ მას კანონმდებლობა არ აქვს წაკითხული. შემომწირველიც მაგას ნიშნავს, რომ ლოიალური იყო მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ. გუბერნატორი, არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, ეს პირდაპირ წერია საჯარო სამსახურის კანონში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ პოლიტიკური ლოიალობა არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლითაც ინიშნება გუბერნატორი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)