|
2018-08-20 15:32:34, 1248 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე: რეგიონებს უკვე ოდეერები მართავენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრის მიერ ახალი გუბერნატორების წარდგენას ეხმაურება. როგორც გოცირიძე აცხადებს, განხორციელებული საკადრო ცვლილებები კონკრეტული პირების ინტერესებს ემსახურება. "მთელი ეს საკადრო შემადგენლობა არის საშუალოსნები და რეგიონებს უკვე მართავენ ოდეერები. რეგიონის მართვა პირდაპირ დამოკიდებული უნდა იყოს ამა თუ იმ ადამიანთა დამოკიდებულებაზე, ძალოვანებთან, სუს-თან, შსს-სთან. ქვეყანა იმართება არა დემოკრატიისა და თუნდაც, ნორმალური პარტიული ცხოვრების წესით, არამედ იმართება კულუარულად და პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ბუნებრივია, რომ ეს ინტერესები პირდაპირ მიდის ბიძინა ივანიშვილთან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმამამუკა ბახტაძემ 7 ახალი გუბერნატორი წარადგინა. შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა, მცხეთა-მთიანეთის - შალვა კერესელიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის - ალექსანდრე მოწერელია, ქვემო ქართლის - შოთა რეხვიაშვილი, სამცხე ჯავახეთის - ბესიკ ამირანაშვილი, გურიის - ზურაბ ნასარაია, ხოლო იმერეთის გუბერნატორის პოსტი შავლეგო ტაბატაძემ დაიკავა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)