|
2018-08-20 14:00:43, 1358 ნახვა
ეკონომიკა
კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოზე, გასულ წელთან შედარებით, ფასები გაიზარდა
ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,8 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5,7 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით ფასები 0,9 პროცენტით შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0,71 პროცენტული პუნქტი შეადგინა. „ჯგუფში ფასების კლება დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (-1,1 პროცენტი), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (-2,6 პროცენტი), ასევე ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ქიმიურ ბოჭკოებზე (-1,2 პროცენტი). სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე ფასები შემცირდა 4,5 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0,29 პროცენტული პუნქტით აისახა. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: • გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4,2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3,48 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (3,2 პროცენტი), ასევე ძირითად ლითონებზე და ლითონის მზა ნაწარმზე (7,2 პროცენტი); • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: დაფიქსირდა ფასების 14,8 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 2,01 პროცენტული პუნქტით აისახა“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)