|
2018-08-19 13:06:22, 1185 ნახვა
საზოგადოება
გრიბოედოვის ქუჩის N16-ში მდებარე ისტორიული შენობა კაპიტალურად გამაგრდება
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ გრიბოედოვის ქუჩაზე ისტორიული შენობის მარცხენა ფლიგელის კაპიტალური გამაგრება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ავარიული სახლის კონსტრუქციული ელემენტები - საძირკველი და მზიდი კედელი გამაგრდება, შენობის ფანჯრები კი, ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდება. კაპიტალური გამაგრების სამუშოებს, რომელიც სექტემბერში დასრულდება, მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. გრიბოედოვის 16 ნომერში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი თავისი აივნებით ძველი თბილისური სახლის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. შენობის თავდაპირველი ნაწილი 1840-იანი წლებით თარიღდება, მე-20 საუკუნის დასაწყისში კი, პირვენდელ ნაგებობას კიდევ ორი შენობა დაემატა. ძეგლი იმითაც არის გამორჩეული, რომ აღნიშნულ შენობაში, 1852-1858 წლებში, კავკასიის მუზეუმის ეთნოგრაფიული განყოფილება ფუნქციონირებდა, რომელსაც მწერალი და საზოგადო მოღვაწე რაფიელ ერისთავი ხელმძღვანელობდა. კაპიტალური გამაგრების პროექტს გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)