|
2018-08-16 12:23:51, 7136 ნახვა
Lifestyle
პოპის დედოფალი მადონა დღეს 60 წლის გახდა
პოპ მუსიკის დედოფალი მადონა (ლუიზა ჩიკონე) დღეს 60 წლის გახდა, აქედან პოპ დივამ 35 წელი სცენაზე გაატარა. ლუიზა ჩიკონე 1958 წლის 16 აგვისტოს, მიჩიგანის შტატში დაიბადა. მადონა 1977 წელს ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც თანამედროვე ცეკვების სფეროში კარიერით დაკავდა. მას შემდეგ, რაც ჯგუფებში Breakfast Club და Emmy გამოდიოდა, როგორც დრამერი, გიტარისტი და ვოკალისტი, 1982 წელს Sire Records-თან კონტრაქტი გააფორმა და შემდეგ წელს გამოსცა სადებიუტო ალბომი. მას მოჰყვა მთელი რიგი წარმატებული ალბომების (ზოგიერთი მათგანი ბესტსელერიც გახდა) - Like a Virgin (1984), True Blue (1986), ისევე, როგორც გრემის მფლობელები - Ray of Light (1998) და Confessions on a Dance Floor (2005). კარიერის წლებში სიმღერების ავტორი ძირითადად მადონა იყო. მათ შორის უმეტესობა მოხვედრილა ჩარტების სათავეებშიც - „Like a Virgin“, „Live to Tell“, „Like a Prayer“, „Vogue“, „Take a Bow“, „Frozen“, „Music“, „Hung Up“ და „4 Minutes“.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)