20:26 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-16 11:09:25, 584 ნახვა

საზოგადოება
თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები 36 მისამართზე მიმდინარეობს

 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, ჩუღურეთის რაიონში, სხვადასხვა სახის სამუშაოები 36 მისამართზე მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, შენობა-ნაგებობების გამაგრება, წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია, სახურავების შეცვლა, სადარბაზოების განახლება და სხვა სახის სამუშაოები ხორციელდება, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

 მათივე ცნობით, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სამუშაოების წარმოება 40 ობიექტზე უკვე დასრულდა, უახლოეს მომავალში კი, სამუშაოების დაწყება 47 მისამართზე იგეგმება.

მიმდინარე სამუშაოებისთვის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ 688 743 ლარია გამოყოფილი. წლის ბოლომდე კი, სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად, დამატებით, ორ მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, გამგეობა ამხანაგობებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სრულად, 100%-ით დაუფინანსებს. თავად ამხანაგობა კი ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

თანადაფინანსების ახალი წესი მოსახლეობას საშუალებას აძლევს, გამგეობის დახმარებით,  ისეთი სამუშაოები აწარმოოს, რომლის შესრულება საკუთარი ფინანსებით რთული იქნებოდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics