20:27 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-14 18:31:01, 880 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და USAID ენერგეტიკული პროგრამის ხელშეწყობით მიმდინარე წლის 14 აგვისტოს „საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 ღონისძიებაზე განხილულ იქნა საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და არსებული გამოწვევები. შეხვედრამ მოიცვა არსებული საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო, საჭირო გასატარებელი ღონისძიებები, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ცვლილებები და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლო პროექტები. ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებსა და ენერგეტიკულ თემებში მომუშავე ექსპერტებს შორის საკუთარი ხედვების გაზიარება. შედეგად მიღებულ იქნა სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება, რომელიც სამომავლოდ იმუშავებს პრობლემების იდენტიფიცირების და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე შეიმუშავებს შესაბამის სამოქმედო გეგმას.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics