|
2018-08-14 10:40:05, 1220 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე აუცილებლად მიიღებს გადაწყვეტილებას
„ჩვენთვის მთავარია დაბალანსებული პოლიტიკის განხორციელება და ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, უნდა იყოს ჰუმანური პოლიტიკა, თუმცა, მეორე მხრივ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მიზნებს ვაღწევდეთ ჩვენ პოლიტიკით. უმთავრესი მიზანი, რა თქმა უნდა, არის მოხმარების შემცირება და ამაზე იქნება აგებული თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, მუშაობა გრძელდება როგორც მარიხუანის, ასევე სხვა სახის ნარკოტიკებთან დაკავშირებით და მიღებული იქნება დაბალანსებული გადაწყვეტილება. „მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება არის მიღებული მარიხუანას ნაწილში და აქ საჭიროა მკაცრი რეგლამენტაცია იმისათვის, რომ ვაკუუმი შეივსოს ამ მიმართულებით. ასევე, გრძელდება მუშაობა სხვა სახის ნარკოტიკებთან დაკავშირებით. იქაც იქნება დაბალანსებული გადაწყვეტილებები მიღებული. კიდევ ერთხელ, მიზანი არის, ერთი მხრივ, ჰუმანური პოლიტიკა, მეორეს მხრივ ის, რომ შემცირდეს საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება და ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ. საშემოდგომო სესიაზე აუცილებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)