|
2018-08-13 13:34:39, 1264 ნახვა
სამართალი
„წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო“ - მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობზე
„წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო“, - ასე გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, მეუფე იაკობის მიერ გუშინ ქადაგებისას გაკეთებულ განცხადებებს. რამიშვილი ადასტურებს, რომ მამა კახაბერს შეხვდა და ის ახლა მოუწოდებს სასულიერო პირს, რომ აღიაროს შეიცავდა თუ არა საუბარი მუქარას. „წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო და შეუძლია იაკობმა მეუფეებიც ნახოს, მეუფეებსაც დაელაპარაკოს, ერთ-ერთი არის მეუფე ანდრიას, რომელთანაც მქონდა კონტაქტი, დიახ, მქონდა მამა კახაბერთან მე ურთიერთობა, დიახ, მე მამა კახაბერს ვესაუბრებოდი. ეყოს ვაჟკაცობა ახლა მამა კახაბერს, გამობრძანდეს და თქვას, რა საკითხებზე ველაპარაკებოდი, რა შანტაჟზე იყო, თუ იყო, საერთოდ საუბარი“, -აღნიშნა ადვოკატმა. ადვოკატი ასევე, გამორიცხავს მეუფე იაკობის განცხადებას, თითქოს დეკანოზის საქმეში ბიზნესი ფიგურირებს. „რაც შეეხება ბიზნესმენსს, ეს არის მტკნარი სიცრუე.არანაირი ბიზნესი საქმეში არ არსებობს და თუ გავითვალისწინებთ, რომ მეუფე იაკობს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს სუს-ის მაღალჩინოსნებთან, ის თავისუფლად შეძლებდა, ეს ინფორმაცია მიეტანა სუს-ში მაღალჩინოსნებთან და აბსოლუტურად სხვანაირი რაკურსით წასულიყო გამოძიება და ეთანამშრომლა, თუ არსებობდა ამდაგვარი რაღაცა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)