06:11 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-11 15:32:02, 4903 ნახვა

მსოფლიო
რუსი ტურისტებით სავსე თვითმფრინავს მეხი დაეცა

რუსული სამგზავრო თვითმფრინავს "Boeing 737", რომელიც რეისს ბურგასი-მოსკოვი ასრულებდა, მეხი დაეცა, - ინფორმაციას «Вечерняя Москва», "ვნუკოვოს" აეროპორტის დასკვნაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ამის შედეგად თვითმფრინავის ერთი ფრთა დაზიანდა. ბორტზე რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. დაშვების შემდეგ თვითმფრინავი სპეციალისტებმა დაათვალიერეს:

"გარედან შემოსული ელექტრომუხტის შედეგად თვითმფრინავის ფრთის კონსტრუქცია და ჭანჭიკები არის დამდნარი", -ნათქვამია დასკვნაში.

თვითმფრინავებს ელვა ხშირად არტყავს, რადგანაც საჰაერო ტრანსპორტი ელექტროენერგიით დამუხტულ ატმოსფეროს ნაწილში მოძრაობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ნებისმიერი თვითმფრინავის კონსტრუქციაში შემავალი მოწყობილობა ირთვება და ელექტრომუხტს ახშობს. რატომ არ ამოქმედდა აღნიშნული მოწყობილობა "Boeing 737"-ში უცნობია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics