|
2018-08-10 10:53:43, 571 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე სამოქალაქო სექტორთან თემატურ შეხვედრებს გეგმავს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული გაცნობითი ხასიათი შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა ესწრებოდა. თორნიკე რიჟვაძემ სამოქალაქო სექტორს მადლობა გადაუხადა აჭარაში დემოკრატიული განვითარების პროცესებში აქტიური მონაწილეობისათვის. მთავრობის თავმჯდომარემ გამოთქვა მზადყოფნა მათთან ღიაობის და თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აუცილებლად გაგრძელდება თემატური შეხვედრების ფორმატში და იგი სისტემურ ხასიათს მიიღებს. თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის განვითარების საკუთარ ხედვებზე გაამახვილა ყურადღება და არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში არასამთავრობოების ჩართულობის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი. „არასამთავრობო სექტორის წინადადებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ასახავს იმ კონკრეტულ საკითხებს, რომელიც ჩვენს საზოგადოებას და რეგიონს აწუხებს. შეხვედრები გაგრძელდება, იქნება თემატური შეხვედრებიც. პირადად მე მზად ვარ ყოველი ორი თვის განმავლობაში შევხვდე და მოვისმინო მათი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე. მთავრობის აპარატში იმუშავებს თანამშრომელი, რომელსაც დაეკისრება შესაბამისი ფუნქცია და ის იქნება ყოველდღიურ კონტაქტზე არასამთავრობო სექტორთან" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კითხვა-პასუხის რეჟიმში ორი საათი გაგრძელდა. საუბარი შეეხო ყველა იმ პრობლემურ და მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც რეგიონში ბოლო წლებია არსებობს.
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)