|
2018-08-09 13:12:58, 1245 ნახვა
სამართალი
გიორგი მამალაძის ადვოკატებმა პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს
გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს დაკავებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს. ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შეწყალების თხოვნით მიმართვა არ ნიშნავს, რომ დეკანოზი დანაშაულს აღიარებს. „ის გარკვეული ჯგუფის პირადი პატიმარი არის და შესაბამისად, ძალიან ბევრი არგუმენტაციაა სამართლებრივად, მორალურად, ადამიანურად, რაც პრეზიდენტს წარედგინა ჩვენი განცხადებით და თანდართული მტკიცებულებებით და შესაბამისად, უკვე ერთადერთი ნათელი წერტილი დღეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტი იმიტომ, რომ მართლმსაჯულება საქართველოში არ არის, ეს დაადასტურა უზენაესმა სასამართლომაც და მიმაჩნია, რომ თავისი შინაგანი რწმენით, თავისი ღირსებით, თავისი წესიერებით მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას“, - განაცხადა რამიშვილმა. გარდა ამისა, ადვოკატები დავის გაგრძელებას სტრასბურგის სასამართლოშიც გეგმავენ. ცნობისთვის, უფლებადამცველებმა პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით უკვე მეორედ მიმართეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)