|
2018-08-08 15:52:12, 974 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: მალე გვექნება ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ რუსეთი არის ოკუპანტი
"საქართველოს ისტორიაში ძალიან მალე, პირველად გვექნება სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ჰააგაში უამრავი მტკიცებულებაა წარდგენილი იმის დამადასტურებლად, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. „ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი, უცვლელი - ეს არის ის პოზიცია, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ქართველი ხალხი, მისი მთავრობა და მთავრობის სახელით იუსტიციის სამინისტრო იცავს სტრასბურგში ევროპული სასამართლოს წინაშე და ჰააგის სასამართლოს გამოძიების ფარგლებში. ეს პოზიცია არის შემდეგი, რომ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი. მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთი შემოესია საქართველოს, მათ შორის ტერიტორიებზე არა მხოლოდ საჰაერო სივრცეში საქართველოს ისტორიაში ძალიან მალე პირველად გვექნება სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ეს არის ის პოზიცია რასაც მე ვიზიარებ. რომელზეც მყარად დგას ჩვენი მთავრობა. ჩვენი პოლიტიკური გუნდი და მმართველი პარტია. დღეს მე აღარ ვაპირებ რამე კომენტარი ვაკეთო ნებისმიერი ისეთ განცხადებაზე, რომელიც თუნდაც ოდნავ განსხვავდება ამ პოზიციისგან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)