|
2018-08-08 15:18:33, 1206 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: არ ვიცი, რა კომენტარი გააკეთა ზურაბიშვილმა, თუმცა, ჩემთვის მიუღებელია ის, რომ საქართველო აგრესორია და ომი მან დაიწყო
„ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი, რომ „საქართველო აგრესორია და მან ომი დაიწყო", ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი“, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, შესაძლებელია აგვისტოს ომის პერიოდში მაშინდელი ხელისუფლება გარკვეულ პროვოკაციას წამოეგო, თუმცა, ის ფაქტი, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, გადახედვას არ ექვემდებარება. „პირველი - „ქართულ ოცნებას” არ დაუფიქსირებია არც ერთი კონკრეტული კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა და ძალიან გთხოვთ, საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში. მეორე - ზოგადად, მე არ ვიცი, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ქალბატონმა სალომემ რა კომენტარი გააკეთა, თუმცა, ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი, ჩემთვის ნებისმიერ შემთხვევაში ის, რომ „საქართველო აგრესორია და ომი მან დაიწყო“, არის მიუღებელი, მითუმეტეს, რუსეთთან - ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებით. კი, შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება გარკვეულ პროვოკაციას წამოეგო, შესაძლებელია, გარკვეულ ნაწილში, მაგრამ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო ოკუპანტმა ქვეყანამ და ეს ამბავი გადახედვას ბუნებრივია, არ ექვემდებარება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)