10:44 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-07 10:51:08, 800 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ოკუპაციაზე ჩვენი პასუხია არის ძლიერი, ქართული სახელმწიფოს მშენებლობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. 

მთავრობის მეთაურმა, საქართველოს ხელისუფლებისა და მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, მუხათგვერდში, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. 

პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და უკრაინის ვიცე-პრემიერს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, რისი გამოხატულებაც არის რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავზე მათი ვიზიტი საქართველოში.

"10 წლის წინ რუსეთმა კიდევ ერთი აგრესია განახორციელა საქართველოს, ქართული სახელმწიფოს მიმართ, დაიღუპნენ ჩვენი მოქალაქეები. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ყველა ქართულ ოჯახს, ვინც დაკარგა შვილი, დედა, მამა, ძმა, ნათესავი თუ მეგობარი. საქართველოს ტერიტორიის 20% სამწუხაროდ ჯერ ისევ ოკუპირებულა და ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება, დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში. ამაზე ჩვენი პასუხია ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში და ძლიერი საზოგადოების, კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ჩამოყალიბება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერისთვის. ისინი, როგორც 10 წლის წინ, დღეს დგანან ჩვენს გვერდით. ისინი ჩვენს გვერდით იდგნენ ჩვენს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე წუთებში და ქართველი ერი ამას არასოდეს დაივიწყებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics