|
2018-08-06 18:09:27, 729 ნახვა
კომენტარი
იზორია: შეიარაღებული ძალების სიძლიერე ის საფუძველია, რასაც ქვეყნის სუვერენიტეტის სიმტკიცე, თითოეული მოქალაქის ღირსების დაცვა ჰქვია
„თქვენი სახით შეიარაღებულ ძალებს ვაძლიერებთ არა მხოლოდ რაოდენობით, არამედ მტკიცე სულით, პროფესიონალიზმითა და შემართებით", - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, სადაც ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. მან კურსდამტავრებულებს სიტყვით მიმართა: "სწორედ, თქვენნაირი ძლიერი ადამიანები სჭირდება ჩვენს ქვეყანას მშვიდობისთვის. არ გვაქვს სხვა ალტერნატივა გარდა იმისა, რომ მშვიდობით გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, მშვიდობითა და სიყვარულით გავუწოდოთ ხელი აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ის საფუძველი, რაც გვაძლევს წინაპირობას იმ ამოცანების განხორციელებისთვის, რასაც ქვეყნის სუვერენიტეტის სიმტკიცე, ტერიტორიების გაერთიანება, გამთლიანება და თითოეული მოქალაქის ღირსების დაცვა ჰქვია“, - განაცხადა მინისტრმა. თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა თითოეულ კურსდამთავრებულს, რომელმაც სამშობლოსათვის სამსახური გადაწყვიტა, მათ მშობლებს. ლევან იზორიამ კურსდამთავრებულებს, ქვეყნის მშვიდობისთვის წარმატებული სამსახური უსურვა. სიტყვით მიმართვისას, მან, ასევე ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელების, პროფესორ-მასწავლებლების იუნკერების პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე ისაუბრა.
(NS)
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)