|
2018-08-06 16:47:54, 747 ნახვა
კომენტარი
ქანთარია: ზურაბიშვილს საინტერესო თავგადასავალი აქვს, მათ შორის - ლავროვთან თამამად ჯდომა
„ვერაფერს გეტყვით იქამდე, სანამ არ იქნება ერთიანი პოზიცია. მე მახსენდება ლადო ასათიანის სიტყვები - ცოტა კიდევ მოითმინე ლამაზო და ნანატრი მთა-გორებიც იქნება", - ასე უპასუხა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ შეკითხვაზე - დაუჭერს თუ არა მხარს „ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე. როგორც ქანთარიამ აღნიშნა, ყველაფერი დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვევა. "ერთიანი პოზიცია სანამ არ იქნება, მანამდე ვერაფერს ვერ გეტყვით. სალომე ზურაბიშვილის ძალიან საინტერესო თავგადასავალი - ოჯახი, წინაპრები, გზა, საქართველოში დაბრუნება, ლავროვთან საკმაოდ თამამად ჯდომა, ბევრი რამეა გასახსენებელი. ახლა ჩამოვედი და არ ვიცი საერთოდ ვინ იქნება საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი. არ დავუჭერთ ჩვენ ისეთ კანდიდატს მხარს, რომელსაც შანსი ექნება ნულოვანი. ნებისმიერი ჩვენი კანდიდატი უნდა იყოს დამოუკიდებელი. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ არავიტარი გავლენა მმართველ პარტიას მის მიმართ არ უნდა ჰქონდეს. მარგველაშვილი პარტიის წევრი არ იყო , მაგრამ ის იყო გუნდის წევრი ფაქტობრივად. მაშინ პარტია არ იყოს ასე... მარგველაშილი იყო მინისტრი, მონაწილეობდა არჩევნებში, კამპანიის დროს ვერავინ ვერ იტყვის, რომ გიორგი შორიდან მოვიყვანეთ და ჩამოვიყვანეთ სხვა პლანეტიდან",- აღნიშნა ქანთარიამ. ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე მმართველი გუნდის წევრები საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიის მონაწილეობის ფორმას განიხილავენ.
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)