|
2018-08-06 11:36:01, 1074 ნახვა
სამართალი
ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული თ.შ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 18 იანვარს თ.შ. და მისი თანამზრახველი, ცეცხლსასროლი იარაღებით შეირაღებული თავს დაესხნენ თერჯოლის რაიონის სოფელ თუზში მცხოვრებ და-ძმის მ.შ.-ს და ლ.შ.-ს ოჯახს, რა დროსაც დაზარალებულები სასტიკად სცემეს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით გაიტაცეს მათი კუთვნილი 280 ლარი და 180 აშშ დოლარი, 350 ლარად ღირებული სანადირო თოფი და 5 380 ლარად ღირებული ოქროს სამკაულები. სამართალდამცველებმა თ.შ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2017 წლის 23 ოქტომბერს ქ.ზესტაფონში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ თ.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)