|
2018-08-03 15:53:09, 1137 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტის“ ახალი მომსახურებიდან ბიზნეს იდეამდე
ტყიბულში მცხოვრებმა 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილმა საქართველოს ფოსტას დახმარების წერილით მომართა. იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ქალაქში შესაბამისი ინფრასტრუქტურული პირობების არ არსებობის გამო გიორგის უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება და საქმიანობა. ამიტომ ონლაინ სამყარო მისთვის შეუზღუდავი შესაძლებლობების სივრცეს წარმოადგენს. მისთვის ეს არა მხოლოდ თავშესაქცევი, არამედ თვით რეალიზების ერთადერთი საშუალებაა. თუმცა კომპიუტერის დაზიანების გამო მას ეს სივრცეც შეეზღუდა და დახმარებისთვის "საქართველოს ფოსტას" წერილით მიმართა. "საქართველოს ფოსტამ" გიორგის მისი თხოვნის შესაბამისად გადასცა კომპიუტერი და ამავდროულად მცირე ბიზნეს იდეაც შესთავაზა ელექტრონული კომერციის მიმართულებით. ამ იდეის განსახორციელებლად გიორგის "საქართველოს ფოსტის" ტექნოლოგიური სამსახურის თანამშრომელი ეწვია და ელექტრონული კომერციის შესახებ კონსულტაცია გაუწია. გიორგი აქტიური ინტერნეტ მომხმარებელია. მისი საჭიროებებიდან გამომდინარე საინტერესო იყო ონლაინ შოპინგი, თუმცა მას საცხოვრებელი ადგილმდებარეობის გამო უჭირდა გზავნილების მიღება. "საქართველოს ფოსტის" ახალი მომსახურების „მალეოს“ დახმარებით გიორგი შეძლებს შეუფერხებლად მიიღოს ნებისმირი გზავნილი. ამასთანავე, იგი შეძლებს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დაეხმაროს, გაუწიოს კონსულტაცია ან მისთვის შეიძნოს სასურველი პროდუქტი „მალეოს” საშუალებით. "საქართველოს ფოსტასთან" გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით კი, გიორგის შესაძლებლობა აქვს აღნიშნული აქციოს საკუთარ ბიზნესად.
(R)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)