|
2018-08-03 14:50:52, 1012 ნახვა
კომენტარი
ირაკლი შოთაძე: 30 დღეში 600 მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა
ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, 30 დღეში 600 მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ელენე ხოშტარია დაინტერესდა, ისევ ფიქრობს თუ არა ყოფილი მთავარი პროკურორი, რომ საგამოძიებო უწყებებმა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რაზეც შოთაძემ ასე უპასუხა:
"მიმაჩნია და ჩემს პოზიციას გეუბნებით, რომელიც მე გავლილი მქონდა შესაბამის პროკურორებთან, რომ ჩატარებული იყო ყველა შესაძლებელი საჭირო საგამოძიებო მოქმედება, ჩატარებული არის 600-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება 30 დღეში. რომელ ყველაზე ლაპარაკობთ? მე რომ წავიკითხო ეს სისხლისსამართლის საქმე, ან ნებისმიერი სისხლისსამართლის საქმე, იმდენი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება შეიძლება თავში მომივიდეს, ამაზე ახლა არ დავიწყებ საუბარს და მე გეუბნებით, რომ ჩემთვის ჩემი პროკურორების მოსაზრება და შეფასება სისხლისსამართლის საქმისა, რასაც ისინი მე მაწოდებენ და რასაც მე შემდეგ საჯაროდ ვაჟღერებდი, სანდო არის და მისაღებია დღესაც“, - განაცხადა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)