11:30 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 09:50:25, 2926 ნახვა

კომენტარი
თამარ სანიკიძე 139-ე სკოლის მოსწავლეების ცუდად გახდომას შემაჯამებელი გამოცდების გამო, მათ ემოციურ განწყობას უკავშირებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, 139-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ცუდად გახდომა შემაჯამებელ გამოცდებს და მათ ემოციურ განწყობას უკავშირდება. როგორც სანიკიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეს და დადგინდა, რომ მოზარდებს არაფერი არ სჭირთ.

"აბსოლუტურად არაფერი არ სჭირთ ბავშვებს. ეს ალბათ უკავშირდება იმ შემაჯამებელი გამოცდის ჩაბარებას, რომლის დროსაც ან ინერვიულეს, ან ემოციურად იყვნენ განწყობილები და შესაბამისად იყო ისეთი სიმპტომები, როოგრიც არის ჰაერის უკმარისობა და უმნიშვნელოდ  მუცლის ტკივილი. მაინც ყოველიშემთხვევისთვის გუშინ ყველა ფეხზე დავაყენე, შევამოწმეთ, მოვუარეთ და ბავშვებს არაფერი არ სჭირთ და სანერვიულო არაფერი არ არის",-განაცხადა თამარ სანიკიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ თბილისში, 139-ე საჯარო სკოლაში 8 ბავშვს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდა. მათგან სამი ბავშვი, ვისაც მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics