|
2018-08-03 10:56:41, 705 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნობა
დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დაათვალიერებს. მთავრობის თავმჯდომარე კურორტ „გოდერძიზე" სასტუმრო-კომპლექსების მიმდინარე სამშენებლო პროცესს გაეცნობა და შეხვედრებს გამართავს კურორტით დაინტერესებულ ინვესტორებთან. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილის - მწვანე ტბის მიმდებარედ არსებულ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა. ამ ეტაპზე გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბის მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ორი ლითონის ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. თორნიკე რიჟვაძე ბეშუმის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც დაათვალიერებს. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ამჟამად გზის საფუძვლის, მილების და კიუვეტების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული გზა წარმოადგენს საკურორტო სოფელ ბეშუმთან დამაკავშირებელ გზას, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ტურისტების გადაადგილება, ასევე სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვები. თორნიკე რიჟვაძე ასევე ეწვევა ალპურ ბოტანიკურ ბაღს. გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ტერიტორიაზე დაწყებულია სამარშრუტე გზებისა და ბილიკების მოწყობა. დასრულდა ბაღის ადმინისტრაციული შენობის და ფუტკრის სახლის მშენებლობა.
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)