16:27 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-02 11:00:23, 530 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ჰოლანდიელი ექსპერტი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, ევროკავშირის პროექტის - „ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების განვითარებისთვის“ ფარგლებში, ჰოლანდიელი ექსპერტი მარსელ ზეთჰოვენი ეწვია.

ხუთდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ექსპერტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო მართლწესრიგის ოფიცრებისათვის არსებული კურიკულუმების შეფასება, ქართული და ჰოლანდიური მოდელის შედარება და ანალიზი, პოლიციის ოფიცრებისათვის შესაბამისი სასწავლო მოდულების განსაზღვრა.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კურსის სილაბუსის პრეზენტაცია, არსებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურები და ოფიცერთა უფლება-მოვალეობების აღწერილობა განიხილეს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics