|
2018-08-01 15:50:42, 583 ნახვა
რეგიონი
ქედაში 100 წლის იუბილე კიდევ ერთ ქალბატონს მიულოცეს
ქედის მუნიციპალიტეტში, წელს მეორე მოქალაქეს 100 წელი შეუსრულდა. უმიან აბაშიძეს, სოფელ ცხმორისში დღეს, აჭარის ა რ რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურა თენეიშვილი, ქედის მერი ლევან გორგილაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე, ბინაზე ეწვივნენ და იუბილე ფასიანი საჩუქრებით, ტორტითა და ყვავილებით მიულოცეს. ქალბატონი უმიანის ხანგრძლივი სიცხოცლის საიდუმლოც შრომა აღმოჩნდა, იგი შრომის ვეტერანი გახლავთ. მან ქვეყანას 3 შვილი, 15 შვილიშვილი, 22 შვილთაშვილი და 2 შვილთაშვილის შვილი გაუზარდა. „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამის" ფარგლებში სამინისტრომ ქალბატონს 1000 ლარი გადასცა. ქედაში ამ ეტაპზე ???? წელს მიღწეული ოთხი მოქალაქეა, მათ შორის უხუცესი კი 106 წლის ზექიე მჟავანძე გახლავთ.
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|







epn.ge (@expressnews.ge)