|
2018-08-01 14:13:26, 765 ნახვა
კომენტარი
ლევან იზორია: „ღირსეული პარტნიორი“ ჩვენი ერთობლივი ღირსეული პარტნიორობის სიმბოლოა
„სწავლების სახელწოდება „ღირსეული პარტნიორი“ ჩვენი ჯარისკაცების სიმამაცისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ეს სწავლება, სწორედ ჩვენი ერთობლივი ღირსეული პარტნიორობის სიმბოლოა“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას. მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ მზარდი დინამიკით გამოირჩევა. „თუკი 2017 წელს სწავლებაში მონაწილეობა 2800 სამხედრო მოსამსახურემ მიიღო, 2018 წელს მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 3000-ს აჭარბებს. ასევე, გაზრდილია მონაწილე ქვეყნების რაოდენობა. წელს სწავლებაში 13 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. სწავლება დღეს ოფიციალურად გაიხსნა და 15 აგვისტოს დასრულდება.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)